რუსუდან ფეტვიაშვილი
რუსუდან ფეტვიაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში.
2 წლისაც არ იყო, ხატვა რომ დაიწყო. პირველი გამოფენა 6 წლის ასაკში ჰქონდა. მერე იყო მოსკოვი, პარიზი... ყველა გაოცებული ათვალიერებდა ბავშვის ნახატებს, სადაც საოცარი, სიტყვებით გამოუთქმელი სამყარო ჩანდა. მაშინ, საბჭოთა წლებში, ამ ნახატებიდან ანგელოზები იმზირებოდნენ. ეს იმდენად გამაოგნებელი იყო, რომ პარიზის მერმა კონფერენციაც კი მოაწყო ქართველი გოგონას თემაზე, სადაც ფსიქოლოგებთან და ხელოვნებათმცოდნეებთან ერთად განიხილავდნენ, ეს ნახატები მართლა ბავშვს ეკუთვნოდა თუ არა. "ამოუცნობი ფენომენი", – ამბობდნენ მასზე. "ეს მისტიკური ტილოები არღვევს ყოველგვარ კანონებს და იმისთვის, რომ ნახატები აღიქვა, უნდა იყო უბრალო ადამიანზე სულ ცოტათი მეტი. აბა, როგორ შეიძლება ასეთი რაღაცეები წარმოიდგინო და დახატო", – წერენ მასზე. მისი შემოქმედება კი "მისი ცხოვრების ფერწერულ გაგრძელებად" არის მიჩნეული.
ამოუცნობი ფენომენი – რუსუდან ფეტვიაშვილი, რომელიც მე–20 საუკუნის მსოფლიოს 2 ათას გამოჩენილ პიროვნებას შორის სახელდება, ხელოვანთა ოჯახში გაიზარდა. ამ გარემომ მასზე უდიდესი გავლენა იქონია. უფალმა კიდევ ერთი ნიჭით – დიდი სიყვარულის უნარით დააჯილდოვა. 18 წლის იყო, როცა სიყვარული ეწვია. თვლის, რომ ეს ადამიანი – თემურ ბადრიაშვილი – ღმერთმა გამოუგზავნა. მას შემდეგ 21 წელი გავიდა და რუსუდანი ამბობს, საკუთარ თავს მისგან ვერ ვასხვავებ, თითქოს ერთნი ვართო.
– ქალბატონო რუსუდან, გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, თქვენს და–ძმებზე. როგორი იყო ის გარემო, სადაც გაიზარდა და ჩამოყალიბდა ფენომენი, სახელად რუსუდან ფეტვიაშვილი?
– მამაჩემი მოქანდაკეა, სამხატვრო აკადემიაში ასწავლის. დედა ფილოლოგი, დრამატურგი, მთარგმნელი და პოეტია. მწერლები, პოეტები, მხატვრები – დედას და მამას ამ პროფესიის ხალხი ჰყავდათ გარშემო. ჩემი მშობლების მეგობრები შაბათ–კვირას ჩვენთან იკრიბებოდნენ, ეწყობოდა სალონური საღამოები, კეთდებოდა გამოფენები. ნამცხვარსა და ჩაის მიირთმევდნენ და საუბრობდნენ ხელოვნებაზე... არაჩვეულებრივი გარემო იყო.
მამა ყოველთვის მამარაგებდა სახატავი მასალით, რაც იმ დროს ძნელი საშოვნელი იყო, მაგრამ მას რისი საშუალებაც ჰქონდა, ყოველთვის მოჰქონდა. ხუთი დედმამიშვილი ვართ – სამი და და ორი ძმა. ჩემი და–ძმებიც, ერთის გარდა, ხელოვნებას ემსახურებიან. ჩემი უმცროსი და, სალომე დიზაინერია. საზღვარგარეთ გამოფენის გახსნაზე ყოველთვის მისი დიზაინით შექმნილი სამოსი მაცვია. მეორე დამ აკადემიაში ქსოვილების დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. ძმამ, დიმამაც, სამხატვრო აკადემია დაამთავრა და ჩემთან ერთად სხვადასხვა პროექტზე მუშაობს. გიორგი კი ბიზნესმენია.
– მრვალშვილიან ოჯახებში და–ძმებს ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობის და პასუხიმგებლობის გრძნობა უვითარდებათ. თქვენთვის, როგორც უფროსი დისთვის, ეს ალბათ ნაცნობია.
– მე უფროსი შვილი ვარ, მაგრამ ჩვენ შორის ასაკობრივი ზღვარი დიდი არ არის. არა მგონია, რომ ბავშვობაში მათ მიმართ მზრუნველი ვყოფილიყავი, სამაგიეროდ ახლა მათ წინაშე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. რაც მათ უხარიათ, ის მეც მიხარია, და–ძმა ჩემთვის ყველაზე ახლობელი ხალხია. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს.
– გახსოვთ, როგორ მოვიდა თქვენთან პირველი აღიარება, რომელმაც ქართველი და უცხოელი საზოგადოება აალაპარაკა?
– პირველი გამოფენა თბილისში, ფილარმონიაში მქონდა. ბავშვთა ხელოვნების ნიმუშების გამოფენა იყო, სადაც ჩემი 80 ნამუშევარი წარვადგინე. მეორე გამოფენა 12 წლის ასაკში მქონდა. მერე იყო გამოფენა მოსკოვში, სადაც ჩემი ნამუშევრების სანახავად ბევრი ადამიანი მოვიდა, მათ შორის, მთავრობის წევრები, ხელოვანები... ის გამოფენა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. შემდეგი გამოფენა უკვე პარიზში მოეწყო, რომელსაც სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. ქალაქის მერმა სპეციალური პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც ხელოვნებათმცოდნეები, ფსიქოლოგები, ჟურნალისტები მიიწვია და მათ გაარჩიეს ჩემი ნახატები. არკვევდნენ, მართლა ბავშვის დახატული იყო თუ არა. ამის მერე აგორდა ყველაფერი.
– 12–13 წლის გოგონა აცნობიერებდით ამ წარმატებას?
– იცით, რაშია საქმე? დედა ცდილობდა, ამ წარმატებას ჩემზე უარყოფითად არ ემოქმედა. ჩემ შესახებ ბევრი სტატია იბეჭდებოდა, მაგრამ დედაჩემი ცდილობდა, ისინი არ მენახა, არ მეყურებინა გადაცემისთვის, სადაც ჩემზე ლაპარაკობდნენ და ასე შემდეგ. სადაც ჩემი აფიშები იყო გამოკრული, ცდილობდა, იმ ადგილას არ გამევლო. დედა ამას იმიტომ აკეთებდა, რომ წარმატებას ჩემთვის თავბრუ არ დაეხვია, არ დავბნეულიყავი. ჩემი პირველი გამოფენები იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც კომუნისტური რეჟიმი მძვინარებდა, ჩემს ნახატებში კი რელიგიური თემები იყო – ჯვარცმა, შობა, ანგელოზები...
– და ის რეჟიმი უშვებდა იმას, რომ ბავშვის ნახატებში ყოფილიყო რელიგიური თემა? იმ დროს, როცა ეკლესიაში სიარულიც კი იკრძალებოდა?
– მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ამიტომ ბავშვს ხელს არავინ ახლებდა. ფონს იმით გავედი, რომ პატარა ვიყავი. თბილისსა და მოსკოვში ჩემი ნამუშევრები ძალიან ბევრი ადამიანისთვის ნუგეში იყო. რისი გაკეთებაც უფროსებს არ შეეძლოთ, იმას ბავშვი აკეთებდა და ეს მათთვის ამოსუნთქვა იყო.
– ახლა, ამ ასაკში და ამ ეტაპზე, თავად როგორ აფასებთ თქვენს ნამუშევრებს?
– საკუთარი თავის მიმართ თავიდანვე კრიტიკული ვიყავი და ახლაც ასე ვარ. ვმუშაობ ტილოზე, აბრეშუმზე, ზეთში, აკვარელში, გრაფიკაში და ყველაფრიდან ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ ყოველთვის მეტს ვითხოვ საკუთარი თავისგან, ყოველთვის მეტი მჭირდება... მიყვარს ველოსიპედის ახლიდან გამოგონება, დაახლოებით ასეთი განწყობა მაქვს, როცა ვმუშაობ. 24 საათიდან მხოლოდ 8 საათი მძინავს, სულ ვმუშაობ.
– სად იყიდება ყველაზე კარგად თქვენი ნახატები და რიგითი მოქალაქისთვის თუ არის ხელმისაწვდომი?
– შვეიცარიაში, გერმანიაში, საფრანგეთში... რუსეთიდან და ამერიკიდან სპეციალურად ჩამოდიან ჩემი ნახატების შესაძენად. საქართველოშიც იყიდება. მათ სხვადასხვა ფასი აქვს, არის იაფიც და ძვირიც. ასე რომ, ყველას შეუძლია, ჩემი ნახატები იყიდოს.
– ხელოვანები, მით უმეტეს, თქვენი მასშტაბის ადამიანები, სამყაროს სხვანაირად უყურებენ, ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამენ. ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის არ არის მარტივი მათ გვერდით ცხოვრება. თქვენ გვერდით კი მრავალი წელია დგას ერთი ადამიანი – მეუღლე. ის რას ფიქრობს თქვენზე, რთულ პიროვნებად გთვლით?
– ჩემს მეუღლეს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ძალიან რთული ვარ, მაგრამ მე სხვანაირად ვფიქრობ. არა მგონია, რთული ხასიათის ვიყო. სულ ვცდილობ, რომ ჩემ გვერდით მყოფ ადამიანს არ გაუჭირდეს.
მე და ჩემი მეუღლე სულ ერთად ვართ. დილით ერთად გავდივართ სახლიდან, სამსახური გვერდიგვერდ გვაქვს. შუალედებში ერთად ვსადილობთ და სახლშიც ერთად ვბრუნდებით. გვიანობამდე მეგობრებთან ან ჩემს და–ძმებთან ერთად ვართ, ჩაიზე დედაჩემთან ვიკრიბებით. როცა საზღვარგარეთ ვარ, მარტო არსად დავდივარ, მეუღლე სულ თან მახლავს.
– რამდენი წლის წინ შეუღლდით?
– ერთმანეთი რომ გავიცანით, მე 18 წლის ვიყავი, თემური – 22–ის. მას შემდეგ, აგერ უკვე 21 წელია, ერთად ვართ. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ადამიანი იყო ის, რომელიც მე მჭირდებოდა. ვიცი, რომ მთელი ცხოვრება მეყვარება. ჩემს ბუნებაში ასე ზის, რომ მთელი ცხოვრება ერთი მამაკაცი უნდა გიყვარდეს. ვიცი, რომ ვისაც ღმერთი გიგზავნის, ის შენია და შენ გეკუთვნის. მის წინაშე ვალდებული ხარ. ის არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო და მანაც ანგარიში უნდა გაგიწიოს. ურთიერთობას სხვადასხვა ფაზა აქვს. 20 წელიწადი სულ ერთნაირად ვერ გეყვარება. წლების შემდეგ მოდის მეგობრობა, გულისხმიერება, თანადგომა... ახლა მე და თემური ძალიან კარგი მეგობრები ვართ. მე, მაგალითად, საკუთარ თავს ჩემი მეუღლისგან ვერ ვანსხვავებ, თითქოს ერთნი ვართ.
– ბატონი თემური რომანტიკულია?
– არა, არა, თემური არ არის რომანტიკული, ის რეალისტია ურთიერთობებში. მაინცდამაინც არც მე ვითხოვ მისგან რომანტიზმს. ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო – ეს თითქოს ჩვენზეა ნათქვამი.
– ბევრს მუშაობთ. საუბრისას არაერთხელ აღნიშნეთ, საკუთარი თავისთვის დრო არ მრჩებაო. ეს, როგორც ქალისთვის, რთული არ არის?
– სულ სახელოსნოში ვარ, აქედან გამომდინარე, საკუთარ თავს მართლაც ცოტა დროს ვუთმობ. ჩემი უმცროსი და და რძლები – სალომე, ქეთი, რენატა – სულ მაკონტროლებენ და მეუბნებიან, არ შეიძლება ასეთი ტანსაცმელი გეცვასო. აპროტესტებენ, რომ ჩაცმულობას ყურადღებას არ ვაქცევ. საზღვარგარეთ ბევრ ისეთ ფართიზე მიწევს წასვლა, სადაც ყველაზე მეტი ყურადღება ჩაცმულობას ექცევა. ამიტომ ჩემი რძლები ცდილობენ, თუ ჩემი ზომისას იპოვიან რამეს (მე მათსავით გამხდარი არ ვარ), ამირჩიონ. მაღაზიებში დასათვალიერებლად არ დავდივარ, შოპინგი ჩემთვის თერაპია არ არის. მეტსაც გეტყვით, მაღაზიაში სიარული ჩემთვის ტანჯვა და წამებაა. სირცხვილია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ნამდვილად ასეა. თუ რამე მჭირდება, მხოლოდ მაშინ შევდივარ და ვყიდულობ. სიამოვნებაა, როცა კომფორტულად მაცვია, მაგრამ ამისთვის დროის დახარჯვა ჩემთვის ტანჯვაა. ამიტომ დის და რძლების გემოვნებას ვენდობი. გამიმართლა, რომ ამ ყველაფერზე ისინი ზრუნავენ.
– თქვენს სახელოსნოში ორი ველოსიპედი დგას, ეს თქვენი ტრანსპორტია?
– ერთი ჩემია, მეორე კი ჩემმა ქმარმა შეიძინა. ასეთი რაღაცეებით ის არის დაინტერესებული. ორივე ძალიან კარგი ფირმისაა. საღამოობით, როცა ქუჩებში მანქანები აღარ დადის, ველოსიპედებით ვსეირნობთ, ეს არის ჩვენი ვარჯიში.
– საინტერესოა რას აკეთებთ თავისუფალ დროს, თუკი ასეთი მოიძებნება თქვენს ცხოვრებაში.
– ბევრი მეგობარი მყავს, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი. მაშინ ვისვენებთ, როცა უცხოეთში მივდივართ გამოფენის მოსაწყობად. ეს არის ჩვენი სამუშაოც და დასვენებაც. იქ გვაქვს თავისუფალი დრო, რის დეფიციტსაც აქ განვიცდით. ღამის ცხოვრებით, გლამურულად საზღვარგარეთ ვცხოვრობთ.
– ღამის ცხოვრებაში რა იგულისხმეთ – ღამის კლუბები, ცეკვა–გართობა...
– მაინცდამაინც არ ვცეკვავ, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება. მუსიკა კი ძალიან მიყვარს. როცა ვხატავ, მუსიკას ვუსმენ. ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა და ქართული ხალხური სიმღერები. ეს ორი რამ მუშაობის დროს ხელს არ მიშლის. თანამედროვე მუსიკასაც ვუსმენ, მაგრამ არა – ხატვის დროს. სალონებშიც დავდივარ, როცა ეს მჭირდება, მაგრამ არა – ყოველდღიურად. ვცდილობ, რომ მოწესრიგებული ვიყო. დილაობით ვიტარებ პროცედურებს და ისე გავდივარ სახლიდან.
– ოჯახური საქმეები, რაც დიასახლისის მოვალეობაა, ჯერ არ გიხსენებიათ...
– სამწუხაროდ, ოჯახში დიასახლისის როლს ვერ ვასრულებ, გარეთ გვიწევს ჭამა. შაბათ–კვირას ქალაქგარეთ გავდივართ. გურმანი არ ვარ, არც ჩემი ქმარია პრეტენზიული. ასე რომ, ამაშიც გამიმართლა.
– ბათუმში თქვენი გალერეა იხსნება. იქნებ ამაზეც გვიამბოთ.
– 3 ივლისს ბათუმში კაფე–გალერეა იხსნება, რომელიც საკმაოდ მაღალი დონის იქნება. შემოდგომაზე პარიზში მაქვს გამოფენა დაგეგმილი და ასე შემდეგ. მინდა, შემოდგომაზე თბილისშიც გავაკეთო გამოფენა.
– თქვენ თითქოს ადამიანების ოცნებებს, ზმანებებს ხატავთ. თავად რაზე ოცნებობთ?
– ოცნება?.. მინდა, მქონდეს სულიერი ჰარმონია, ჩემ ირგვლივ იყოს მშვიდი გარემო, საქართველო იყოს მყარი, ლამაზი, წარმატებული ქვეყანა, რომელიც ზურგს გაგიმაგრებს, როდესაც საზღვარგარეთ წახვალ. მინდა, რომ ქვეყანაში იყოს სიკეთე, სიმშვიდე და რწმენა. ასეთი გარემო თუ იქნება, ყველა მიაღწევს სულიერ ჰარმონიას.
მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
ReplyDelete(1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.